კაუჭი.Hook

კაუჭი.Hook

Share

ჩვენ ვართ ორგანიზაცია კაუჭი-აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი პიროვნული ზრდის ცენტრი.

ჩვენი ორგანიზაციის მიზანია,აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას დავეხმაროთ პიროვნულ ზრდასა და ცნობიერების ამაღლებაში.ამ გვერდზე თქვენ გაიცნობთ ბევრ გამოცდილ და წარმატებულ ადამიანს.ტრენინგებს ჩაატარებენ გამოცდილი ფსიქოლოგები,ქოუჩები და ტრენერები..შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ პირადი ქოუჩინგ სესია და დაესწროთ შესაბამისი თემატიკის ტრენინგებს.

28/02/2025

გაურკვევლობა,ბუნდოვანი,ბურუსით მოცული მომავალი .....

გაურკვევლობის მართვა:
როგორ ვიპოვოთ მიმართულება, როცა მომავალი ბუნდოვანია?
როგორ ვიპოვოთ მიმართულება,როცა გზა არ ჩანს?
ცვლილებებისა და გაურკვევლობის პერიოდები ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. როდესაც მომავალი ბუნდოვანია, ხშირად ჩნდება შფოთვა და უსუსურობის განცდა, თუმცა სწორედ ასეთ ვითარებაშია შესაძლებელი ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.

როგორ შევინარჩუნოთ მკაფიო ხედვა გაურკვევლობის პირობებში?

✅ ფოკუსირდი კონტროლირებად ფაქტორებზე
როდესაც ვერ აკონტროლებ მომავალს, გადაიტანე ყურადღება იმაზე, რისი გავლენაც შეგიძლია: შენი რეაქციები, ყოველდღიური ჩვევები და მცირე, კონკრეტული ნაბიჯები.

✅ დაამუშავე ალტერნატიული სცენარები.
დაუშვი, რომ მომავალი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე მიმართულებით. სცენარებზე მუშაობა დაგეხმარება მოემზადო სხვადასხვა შესაძლებლობებისთვის და უკეთ მოერგო ცვლილებებს.

✅ განავითარე ადაპტური აზროვნება
შეიძლება არ მოგვწონდეს არსებული რეალობა,მაგრამ უნდა მივიღოთ, ვაღიაროთ.
რაც უფრო სწრაფად მიიღებ ახალ რეალობას და შეეცდები მასთან ადაპტირებას, მით უფრო მარტივად იპოვი ეფექტურ გზებს.

✅ შექმენი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა.
როცა გრძელვადიანი პერსპექტივა ბუნდოვანია, მნიშვნელოვანია მცირე, კონკრეტული მიზნების დასახვა. ეს დაგეხმარება დარჩე აქტიური და შენარჩუნებული გქონდეს პროგრესის განცდა.

✅ გამოიყენე თვითრეფლექსიის ტექნიკები.
ნებისმიერი,რომელიც გეკომფორტულება.

✅ მოძებნე მხარდამჭერი გარემო.
თანამოაზრეების, მენტორების ან პროფესიონალების დახმარებით შეგიძლია იპოვო ახალი შესაძლებლობები,გამოავლინო პოტენციალი,გააფართოვო ხედვა.

გაურკვევლობა არ ნიშნავს მიმართულების არარსებობას – ის გვაძლევს სივრცეს ახალი გზების აღმოსაჩენად. მთავარია, შევინარჩუნოთ მოქნილობა, ვიყოთ ღია შესაძლებლობებისთვის და მივიღოთ ცვლილებები, როგორც განვითარების ნაწილი.

💡 თქვენ როგორ უმკლავდებით გაურკვევლობის პერიოდებს?

და ბოლოს,ყველაფერი მაინც კარგად იქნება!✊🧡💚

27/02/2025

💡როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე,როცა ირგვლივ ქაოსია?!
ფოკუსირდი იმაზე,რისი კონტროლიც შეგიძლია.
ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ფიქრები,რეაქციები,ჩვენი ქმედებები..
💡იფიქრე – რა შეგიძლია გააკეთო დღეს, რომ შენი და გარშემომყოფების მდგომარეობა ოდნავ მაინც გააუმჯობესო?

✅ შეზღუდე ნეგატიური ინფორმაცია
მედიის მუდმივი თვალყურის დევნება და ნეგატიურ ინფორმაციაზე კონცენტრირება ამძაფრებს შფოთვას. იყავი ინფორმირებული,მაგრამ არ გადატვირთო გონება.

✅ შექმენი სიმშვიდის "კუნძული"
თუნდაც 5-10 წუთი დღეში, გამონახე დრო საკუთარი თავისთვის – იარე, ივარჯიშე, იკითხე, იფიქრე სასიამოვნოზე. პატარა ყოველდღიური ჩვევები ქმნიან შინაგან სიმყუდროვეს.

✅ საკუთარი ემოციების მიღება და დამუშავება
ნუ ეცდები სტრესის იგნორირებას – ის ბუნებრივი რეაქციაა. მაგრამ, როცა ამჩნევ, რომ ემოციებს ვეღარ უმკლავდები, ჰკითხე საკუთარ თავს:
„შემიძლია ახლა ამაზე კონტროლის,გავლენის მოხდენა,ან მოქმედება?“
თუ პასუხი „კი“-ა – იპოვე პრაქტიკული ნაბიჯი.
თუ პასუხი „არა“-ა – ეცადე მიიღო და გაუშვა.

✅ მადლიერება – დღევანდელი დღით ცხოვრება
რაც უნდა ხდებოდეს გარშემო, დღევანდელი დღეც შესაძლებლობაა – დავინახოთ სიკეთე, ვიყოთ ერთმანეთის გვერდით, გავაძლიეროთ საკუთარი თავიც და სხვებიც.

სტრესის მართვაში დაგეხმარებათ სხვადასხვა პრაქტიკები:
✨სუნთქვის ვარჯიშები
✨ლოცვა
✨მედიტაცია
✨იოგა
✨ნებისმიერი ფიზ.აქტივობა
✨ცეკვა
✨კლასიკური მუსიკა
✨არტ.თერაპია
✨მადლიერების პრაქტიკები
✨ძვირფას ადამიანებთან ხშირი ურთიერობა
✨ბუნებასთან,ცხოველებთან კონტაქტი.

და რა თქმა უნდა 🧡

🧡 შენ შეგიძლია შექმნა შენი სიმშვიდე, მიუხედავად გარეგანი ქაოსისა.💚

👉 შენ რა გზებს იყენებ, რომ სიმშვიდე შეინარჩუნო? დაწერე კომენტარებში! 🕊✨

#სიმშვიდე #შინაგანიძალა #გაძლიერება #ცვლილებები #სტრესი #სტრესის მართვა

18/11/2024

"ადამიანი,რომელიც მოქმედებს,არც დაღლას გრძნბს.
რაიმე სასარგებლოთი თუ არ დაკავდით,ცხადია,დაიღლებით.
გამოფიტული ხართ.დაუმწიფებლად ხმებით."

15/10/2024

📢გიბრუნდებით საოცარი შეთავაზებით🎉

პროგრამა "თერაპიული ოთახი".

შენ გინდა შედეგი!
მე მინდა შედეგი!
ჩვენ გვინდა შედეგი!

ამიტომ,პროგრამა არის 6 თვიანი.

ინდივიდუალური.
კი,ზღაპრულიც იქნება და საინტერესოც.შედეგსაც თვითონ ნახავ.
რატომ?იმიტომ რომ ბოლო დროს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა ,რომ ახლა შენ გაგიზიარო.

ბოლო 3წლის მანძილზე 500-მდე ადამიანს დავეხმარე,აქედან 100-ზე მეტი უფასო სესია მაქვს ჩატარებული,ბიუჯეტური მარათონები რეგიონის მოსახლეობისთვის,უფასო შეხვედრები და ტრენინგები მოსწავლეებთან,მოზარდებთან.
"აჰა" მომენტზე აღარაფერს ვამბობ..ეს გამოცდილება და ვისაც თეორიული ცოდნა და სერტიფიკატები,კვალიფიკაცია აინტერესებს,ეგეც მაქვს..
მოკლედ,როგორც აინშტაინი იტყოდა,თუ ენდობი სამყაროს,აშენებ ხიდებს,თუ მტრულად ხარ განწყობილი და არ ენდობი ,აშენებ კედლებს ..
ხოდა,შენზეა,თუ მენდობი,დაგეხმარები ხიდების შენებაში.თუ არა,მაინც მოდი და უკვე აშენებული კედლების ნგრევაში დაგეხმარები.

თვეში 4 შეხვედრა ერთი სესიის ფასად !

რატომ?იმიტომ,რომ ბიზნეს პროექტები და მხოლოდ მოგებაზე ფიქრი არასოდეს გამომდის .
იმიტომ,რომ ჩემთვის ადამიანი იყო,არის და იქნება ყოველთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი!

არ მინდოდა ბანალურობა,მაგრამ ხომ იკითხავ რას მთავაზობსო..🙄
ხოდა,კი,
შეისწავლი და გამოავლენ შენს პოტენციალს,ისწავლი მიღებას და პატიებას,ვიმუშავებთ ემოციურ ინტელექტზე,გასწავლი აქ და ახლა როგორ იყო.კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხები,ამოიცნობ და შეისწავლი.ყველაფერი თუ დავწერე ესეც არ გამოვა,სიურპრიზებიც ხომ გინდა🥹
თბილი,ტკბილი გარემო,გემრიელი ყავა/ჩაი და ჩემი ძვირფასი ენერგეტიკა ადგილზე დაგხვდებათ.

მშვიდად სუნთქვას რომ შეძლებ და მხრებზე ფრთებს იგრძნობ,ეს მეტაფორულია და ბოლოს ფრენა არ მომთხოვო 😁

ვერ გეტყვი, ადგილები შეზღუდული არაათქო,მაგრამ რიცხვებით მანიპულირებას არ დაგიწყებ ,რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო..

რეგისტრაციისთვის კი მომწერე📩
თქვენი მასწპინძელი
Sopia Shanshashvili 💚🧡

26/04/2024

🧡💫

30/03/2024

როგორია შენი ავთენტური "მე"?
როდის ხვდები, რომ შენ შენ ხარ? :) 💜🧡

22/03/2024

როგორ ფიქრობ,რა არ მოხდება,თუ არაფერს შეცვლი და ყველაფერს ისე დატოვებ,როგორც არის?🤔

23/05/2023

"ვისაც "რატომ" აქვს,თითქმის ყველა "როგორს" აიტანს."

ნიცშე.

როცა იცი შენი მიზანი(რატომ),ყველანაირ გზას(როგორ) გამონახავ,გადალახავ,აიტან და გადაიტან..

ქოუჩინგი კი აუცილებლად დაგეხმარებათ მიზნის და მისკენ სავალი გზის ძიებაში💫🚀🧡💚


#კაუჭი #პიროვნულიგანვითარება #პიროვნულიზრდა #კახეთი #ქიზიყი
#ქოუჩინგი

07/03/2023
Want your school to be the top-listed School/college in Dedoplistskaro?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ვაჟა-ფშაველას ქუჩა N16
Dedoplistskaro
1600

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 10:00 - 20:00
Wednesday 10:00 - 20:00
Thursday 10:00 - 20:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 12:00 - 18:00
Sunday 12:00 - 18:00